|
2017-01-27 16:58:17, 1283 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ჭონქაძის ქუჩა №14ა -ში მდებარე სახლი გაამაგრა
მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების პროგრამის ფარგლებში, ჭონქაძის ქუჩა N14ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 197 681 ლარი გამოიყო. მათივე ცნობით, გამაგრდა საძირკველი, არმატურის ბადით შეიკრა საცხოვრებელი სახლის კედლები, შეილესა და მოპირკეთდა. დამატებით, აღნიშნულ მისამართზე სადარბაზოს სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ მოადგილესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად, დასრულებული სამუშაოები მოინახულა და მოსახლეობის შეფასებები მოისმინა. ცნობისთვის, 2016 წელს მთაწმინდის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების ბიუჯეტიდან 3 303 069 ლარი 470 სხვადასხვა პროექტზე დაიხარჯა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)