|
2017-01-26 17:43:07, 1013 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი UNDP-ის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს მუდმივ კოორდინატორს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ნილს სკოტს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. უწყების ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა ნილს სკოტს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ და აღნიშნა, რომ ის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს. მინისტრის განცხადებით, სოფლის განვითარების სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელება, პროცესში ჩართული ყველა უწყების პრიორიტეტია. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სტრატეგიის განხორციელებაში დონორი ორგანიზაციების ჩართულობასა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის განვითარების სტრატეგია განსაზღვრავს ქვეყნის ხედვას 2017-2020 წლებისთვის სოფლად ეკონომიკის ზრდისა და დივერსიფიცირების, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების, ადგილობრივი ბიზნესის, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარების, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის საკითხებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)