|
2017-01-26 14:49:43, 1014 ნახვა
საზოგადოება
ხათუნა სამნიძე და ალეკო ელისაშვილი „თბილისის განვითარების ფონდის“ გაუქმებას ითხოვენ
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ხათუნა სამნიძე და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „თბილისის განვითარების ფონდის“ გაუქმებას ითხოვენ. დეპუტატების განცხადებით, გაურკვეველია როგორც „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმიანობა, ისე მისი საკადრო პოლიტიკა. მათივე თქმით, მსგავსი ფონდის გაურკვეველ საქმიანობაზე ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის დახარჯვა გაუმართლებელია. „ეს არის „ქართული ოცნების“ აქტივისტების, დეპუტატების შვილების, ბიძაშვილების, მამიდაშვილების დასაქმების ბიურო. კონკრეტულ ფაქტებს გეტყვით ფონდს საქმიანობაში მიზნებში უწერია, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე მუშაობს, თუმცა ამავე დროს ახორციელებს ლისის ტბის გარშემო ბილიკის დაგებას, მიხეილ მესხის სტადიონის რეაბილიტაციას, რაც გეოგრაფიულად და შინაარსობრივადაც ძველი თბილისის რეაბილიტაცია არ არის. ძველი თბილისის რეაბილიტაცია გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი კომპეტენციის ადამიანები უნდა მუშაობდნენ. „თბილისის განვითარების ფონდში“ ერთადერთი არქიტექტორი მუშაობს და არც ერთი არქიტექტორ-რესტავრატორი, არც ერთი ხელოვნებათმცოდნე“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)