|
2017-01-25 11:58:53, 976 ნახვა
საზოგადოება
კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდების 88%-ს ინტერნეტზე ხელი მიუწვდება
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ახალგაზრდების 88%-ს ხელი მიუწვდება ინტერნეტზე და მხოლოდ 12%-ს არ აქვს ინტერნეტთან წვდომა. ინტერნეტთან წვდომა უმეტესად სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს აქვთ შეზღუდული, მათი 24% აცხადებს, რომ არ აქვთ ინტერნეტთან წვდომა. თბილისს გარეთ ურბანულ დასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდების 7%-ს ასევე არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. დასაქმებული ახალგაზრდების მცირე ნაწილს (7%) არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, თუმცა ეს რიცხვი უფრო მაღალია უმუშევარ ახალგაზრდებს შორის (14%). კვლევის შედეგების მიხედვით, მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლების 100%-ს აქვს ინტერნეტთან წვდომა, დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს შორის დაბალია ინტერნეტთან წვდომის მაჩვენებელიც (79%). ინტერნეტთან წვდომის მაღალი მაჩვენებელია სტუდენტებსა და დოქტორანტებს შორის (90%), შედარებით ნაკლებია ინტერნეტთან წვდომის მაჩვენებელი საშუალო განათლების ახალგაზრდების ჯგუფში და ასევე იმ ახალგაზრდების ჯგუფში, რომლებიც ამჟამად არ სწავლობენ ან შეჩერებული აქვთ სწავლა (85%). ახალგაზრდები დღეში საშუალოდ 3.7 საათს ატარებენ ინტერნეტში. 19-24 წლის ასაკობრივი ჯგუფში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია და საშუალოდ დღეში 4 საათს აღწევს. მამრობითი სქესის წარმომადგენლები შედარებით მეტ დროს ხარჯავენ ინტერნეტში, ვიდრე ქალები (3.94 საათი დღეში, 3,60 საათი დღეში). თბილისელი ახალგაზრდები ინტერნეტში ყველაზე მეტ დროს ხარჯავენ (საშუალოდ 4.51 საათი დღეში) სხვა ურბანულ დასახლებებში და სოფლად მცხოვრებ მათ თანატოლებთან შედარებით (3.96 საათი დღეში, 3.04 საათი დღეში საშუალოდ). კვლევის შედეგების თანახმად, ინტერნეტში დახარჯული დრო შედარებით მაღალია სტუდენტებთან და დოქტორანტებთან. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)