|
2017-01-25 11:25:04, 945 ნახვა
საზოგადოება
FES: ახალგაზრდების 30%-ს სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა ქართულ იდენტობას საფრთხეს შეუქმნის
ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის თანახმად, რომელიც 2016 წლის მაის-ივნისში 14-29 წლის ახალგაზრდებში ჩატარდა, რესპონდენტების 30%-ს სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა ქართულ იდენტობას საფრთხეს შეუქმნის. კვლევის მიხედვით, ახალგაზრდების 45% ევროკავშირთან კავშირების გაძლიერებას არ ეთანხმება, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყნიდან მოსახლეობის მასიურ გადინებას გამოიწვევს. ახალგაზრდების 74% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში შესვლას (სრულიად ვეთანხმები - 43%, ძირითადად ვეთანხმები - 31%). 12%-ს აქვს ნეიტრალური დამოკიდებულება და მხოლოდ 8%-ი არ ეთანხმება აღნიშნულ პროცესს (არ ვეთანხმები - 4%, სრულიად არ ვეთანხმები - 4%). თბილისში და სხვა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების შეხედულებები განსხვავდება სოფელში მცხოვრებთაგან: თბილისში და სხვა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების 80%-ს სურს ევროკავშირის წევრობა, მაშინ, როცა სოფელში ეს მაჩვენებელი არის 66%. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. ფრიდრიხ ებერტის ფონდმა მსგავსი კვლევები განახორციელა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. წინამდებარე კვლევა, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული სერიების ნაწილი, სომხეთში ჩატარებულ კვლევასთან ერთად, რომელიც უკვე დასრულდა. აღნიშნული კვლევები შექმნილია იმისათვის, რათა შესაძლებელი გახდეს გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების შედეგების შედარება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)