|
2017-01-24 20:05:00, 1031 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროპის საბჭოს მიერ ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის ტრენერთა ტრენინგი გაიმართება
იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ხვალ, დილის 10 საათზე, ევროპის საბჭოს მიერ ადამიანის უფლებების სფეროში შექმნილი ელექტრონული სასწავლო პლატფორმის - HELP (ევროპული პროგრამა ადამიანის უფლებებში იურისტების განათლებისათვის) ტრენერთა ტრენინგი გაიმართება. HELP-ის პლატფორმა უზრუნველყოფს დისტანციური და დამოუკიდებელი სწავლების კურსებს მოსამართლეების, ადვოკატებისა და იურიდიული პროფესიის პირებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებში. HELP-ის ქსელი მოიცავს ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის ეროვნული ტრენინგ-ინსტიტუტების (მოსამართლეების და პროკურორების) და საადვოკატო ასოციაციების წარმომადგენლებს. HELP-ის პლატფორმაზე ელექტრონულად ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის სასწავლო მასალა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თაობაზე. ორდღიან ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები. მონაწილეები ღონისძიების ფარგლებში გაივლიან ტრენერთა ტრენინგს რომელიც მიზნად ისახავს მათი, როგორც მომავალი ტრენერების ცოდნის ამაღლებას HELP-ის სასწავლო პროგრამის მეთოდოლოგიასა და დისტანციური სწავლების განხორციელებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)