|
2017-01-23 20:03:44, 1046 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე საპარლამენტო უმცირესობას: ზუსტად ისევე გვადარდებს ჩვენი თანამემამულის ბედი, როგორც თითოეულ თქვენგანს
ზუსტად ისევე გვადარდებს ჩვენ ჩვენი თანამემამულის ბედი, როგორც თითოეულ თქვენგანს, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. მისი განცხადებით, მათი პოზიცია და სურვილია, რომ მაქსიმალურად შესწავლილი იყოს საკითხი და მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს მოქალაქის ინტერესები. "როცა ემოციურად ვსაუბრობთ, ისე არ გამოვიყვანოთ, რომ ვიღაცას ვიღაცაზე მეტად ადარდებს საქართველოს მოქალაქის და ჩვენი თანამემამულის ბედი - ასე გამოდის რატომღაც და ასე ნამდვილად არ არის. ზუსტად ისევე გვადარდებს ჩვენ ჩვენი თანამემამულის ბედი, როგორც თითოეულ თქვენგანს. ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები, ჩვენი მანდატის ერთ-ერთი უმთავრესი მისია მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქე დავიცვათ, მით უმეტეს იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაზეც ვსაუბრობთ. ეს არის ჩვენი ინტერესი, მაგრამ ბიუროს სხდომას აქვს თავისი რეგლამენტი. ბიუროს სხდომის დასრულებისთანავე შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ბიუროს ფორმატს ვერ გავცდებით, მათ შორის რაც შეეხება მოთხოვნის დაყენებას, აქაც ვერ გავცდებით რეგლამენტს და პროცედურებს. მინისტრის მოწვევას აქვს თავისი წესი. ჩვენი პოზიცია და სურვილი არის ის, რომ მაქსიმალურად შესწავლილი იყოს საკითხი და მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქის ინტერესები. ეს არის პოზიცია და სურვილი, დანარჩენი უნდა წარიმართოს რეგლამენტის და პროცედურის შესაბამისად“, - მიმართა კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს. ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ პარლამენტში შს და საგარეო საქმეთა მინისტრების დაბარების საკითხი დააყენაბასა გამოეხმაურა. კობახიძემ კოლეგებს პარლამენტში მინისტრების დაბარების წესი შეახსენა და რეგლამენტის დაცვისკენ მოუწოდა. "ჩვენ გვაქვს რეგლამენტი. საქართველოს პარლამენტი მუშაობს რეგლამენტის შესაბამისად და რეგლამენტის შესაბამისად წარიმართება პროცედურები, მათ შორის ის, თუ როგორ უნდა მოვიწვიოთ ჩვენ მინისტრი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, განისაზღვრება სწორედ რეგლამენტით. აქ არის დაყენებული მოთხოვნა, რომელიც არ შეესაბამება რეგლამენტით დადგენილ პროცედურებს, არ შედის ბიუროს კომპეტენციაში. ვის აქვს მინისტრის მოწვევის უფლება, ესაა მკაცრად გაწერილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)