19:41 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-21 20:19:49, 1424 ნახვა

საზოგადოება
ოთარ კახიძე: სამუშაო ჯგუფში საუბარი იყო, რომ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტმა დაიწიოს

სამუშაო ჯგუფში საუბარი იყო, რომ სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების სტანდარტმა დაიწიოს,  - ამის შესახებ ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამუშო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული "საზოგადოებისთვის იქნება კატეგორიულად მიუღებელი".

”ჩემთვის შემაშფოთებელია საკითხი, რომელიც ეხება სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, იყო საუბარი, რომ აქ სტანდარტმა დაიწიოს, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის იქნება კატეგორიულად მიუღებელი, რადგან აღნიშნული კონსტიტუციური უფლებების და თავისუფლებების ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს ჩვენ, რაც შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან კარგად აქვს განმარტებული და პრაქტიკაში ამ თავისუფლებამ კონკრეტული განზომილებები შეიძინა. ამაზე შეთანხმება ჯერჯერობით არაა და ამაზე სამუშაო ჯგუფში დისკუსია გაიმართა მხოლოდ”, - განაცხადა კახიძემ.

მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩანაწერის გაკეთების იდეას იზიარებს.

”საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების პრეამბულაში გასაზღვრა სწორი იქნება და მე ამ იდეას ვიზიარებ. როდესაც იქნება წარმოდგენილი კონკრეტული ფორმულირება, ამაზე მსჯელობა შემდეგ გაგრძელდება”, - აღნიშნა კახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics