19:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 17:42:04, 1109 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი საქართველოში  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ახლადდანიშნულ წარმომადგენელს  იოჰანეს ფან დერ კლაუს შეხვდნენ.

ლტოლვილთა  და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქართულმა მხარემ UNHCR-ის წარმომადგენელს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.  სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტრო ზრუნავს, რომ საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე იძულებით გადაადგილებულ პირებს  ღირსეული საცხოვრებელი პირობები შეუქმნას.

შეხვედრაზე  „საერთაშორისო დაცვის შესახებ“  მიღებულ  კანონზეც ისაუბრეს, რომელიც იოჰანეს ფან დერ კლაუს განცხადებით, მაქსიმალურადაა მიახლოებული საერთაშორისო სტანდარტებთან.

უწყების ცნობით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა იოჰანეს ფან დერ კლაუს  UNHCR-ის მიერ  სამინისტროსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 მხარეები მომავალში მჭიდრო  და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე

შეთანხმდნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics