03:34 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-21 18:44:40, 623 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძე გენდერულ საკითხებში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს მელანი ვერვეერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გენდერულ საკითხებში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს  მელანი ვერვეერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი საქართველოში გენდერული მიმართულებით არსებულ ვითარებას, პროგრესსა და გმოწვევებს შეეხო.

ანა დოლიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოში გენდერული მიმართულებით პოზიტიური ნიშნებია. საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტი ქალია წარმოდგენილი, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევად ქალების მონაწილეობა ქვედა დონეებზე - თვითმმართველობებში.

მხარეებმა იმსჯელეს ასევე, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics