02:07 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-19 18:03:12, 917 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ რევაზ გაბრიაძეს „თბილისის საპატიო მოქალაქის“ სიგელი გადასცა

თბილისის მერი, დავით ნარმანია და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია, თეატრისა და კინოს რეჟისორს, მხატვარსა და მწერალს რევაზ გაბრიაძეს ეწვივნენ.

მერიის ინფორმაციით, დავით ნარმანიამ რევაზ გაბრიაძეს „თბილისის საპატიო მოქალაქის“ სიგელი და ქალაქის სიმბოლური გასაღები გადასცა.

რევაზ გაბრიაძეს „თბილისის საპატიო მოქალაქის“ წოდება წელს მიენიჭა, თუმცა თეატრისა და კინოს სახელგანთქმული რეჟისორი დაჯილდოების ცერემონიალის დროს საქართველოში არ იმყოფებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერი მას პირადად ესტუმრა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics