17:05 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 13:16:52, 1721 ნახვა

ეკონომიკა
მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“ პარტნიორობით ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ორდღიანი ღონისძიება პროექტის - "საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზა" - ფარგლებში მოეწყო და გაიხსნა გამოფენით ,,ქალთა წვლილი სოფლის მეურნეობაში“. საგამოფენო მასალა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ მხარდაჭერილი ქალთა კოოპერატივების სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას ასახავს.

შეხვედრაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს გენდერულ თანასწორობაზე, კერძოდ, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლებსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე.

განიხილეს ასევე საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“, მისი აღსრულების ინსტიტუციური მექანიზმები და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო პრაქტიკა. საინფორმაციო შეხვედრას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელები და ექსპერტი მაია კუპრავა.

ანალოგიური ტიპის შეხვედრები იგეგმება საქართველოს 7 საზოგადოებრივ ცენტრში. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით ხორციელდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics