|
2016-11-09 16:15:15, 719 ნახვა
საზოგადოება
ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საქართველოს შესახებ გადაცემათა ციკლი გავა
12 ნოემბრიდან ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ORF) რადიო არხი - Österreich 1-ის ეთერში საქართველოს შესახებ გადაცემათა ციკლი გავა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ავსტრიაში საქართველოს საელჩოს აქტიური მხარდაჭერით, რადიო არხის შემოქმედებითი ჯგუფი მიმდინარე წლის 16-20 ოქტომბერს საქართველოში იმყოფებოდა გადაცემების მოსამზადებლად. საქართველოში ვიზიტის საფუძველზე მომზადებული რადიო გადაცემათა ციკლი სახელწოდებით: „საქართველო - მეზობლად" (Nebenan: Georgien) 12-დან 19 ნოემბრამდე რადიოს პირდაპირ ეთერში გავა. ერთკვირიანი რადიო-პროექტი 55 გადაცემას მოიცავს. ყოველი დღის საეთერო ბადეში საქართველოს ხუთიდან თერთმეტამდე გადაცემა მიეძღვნება, რომლებიც თემატურად შემდეგ რუბრიკებშია გადანაწილებული: საზოგადოება, მუსიკა, რელიგია, კულტურა და მეცნიერება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)