20:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-09 13:18:56, 661 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში საშემოდგომო რგვები დაიწყო

გლდანის მე-7 მ/რ-ის მე-10 კორპუსის მიმდებარედ არსებულ სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამწვანების ღონისძიებაში გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ, გამგეობის სხვა თანამშომლებთან ერთად, მიიღო მონაწილეობა.

,,ჩვენი  მიზანია,ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მოსახლეობის ინტერესებისა და მომართვიანობის გათვალისწინებით მიმდინარეობს. მსგავსი ღონისძიებები, რაიონის მასშტაბით, თვის ბოლომდე კიდევ არაერთ მისამართზე გაიმართება,‘’ - განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა დიმიტრი ორმოცაძემ.

მათივე ცნობით, ახლადდარგული ხე-მცენარეების მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას გამგეობის გამწვანების სპეციალისტები უზრუნველყოფენ.

გარდა ამისა, ხეების მოვლის პასუხისმგებლობა მოსახლეობამაც აიღო.

საშემოდგომო რგვების ფარგლებში ნერგების დარგვა, რაიონის მასშტაბით, კიდევ არაერთ ობიექტზე იგეგმება.

ცნობისთვის, თბილისის მასშტაბით, გამწვანების სეზონური ღონისძიებები ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში აქტიურ ფაზაშია.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას, განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება.

მისივე თქმით, დიდი ზომის ხეები დაირგვება სკვერებსა და პარკებში, სადაც აღდგება დაზიანებული კორომები.

საშემოდგომო რგვების პროცესი ქალაქში დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics