16:16 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 13:14:15, 2207 ნახვა

მსოფლიო
იემენში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7000-ს გადააჭარბა

იემენში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7070-ს მიაღწია, - ამ მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული, 2015 წლის მარტიდან საბრძოლო მოქმედებების შედეგად 36818 ადამიანი დაშავდა, 2.1 მილიონ ადგილობრივ მოქალაქეს, საცხოვრებელი სახლის მიტოვება მოუწია.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა კონფლიქტმა ქვეყანაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, იემენში მყოფი 21 მილიონი ადამიანი სასწრაფო დახმარებას საჭიროებს.

ცნობისთვის, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა არაბული ქვეყების კოალიციამ იემენში ჰუსიტი ამბოხებულების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია 2015 წლის მარტში დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics