16:16 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 12:15:08, 1768 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი: რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, ნატო-ს სამხედროები საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმში იქნებიან გადაყვანილი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე ნატო-ს 100 ათასობით სამხედრო მოსამსახურე საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმში იქნება გადაყვანილი, - ამის შესახებ გამოცემა The Times-ი იუწყება.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-ს სურს, არსებითი სახმელეთო ძალები მოამზადოს, რომლებიც რუსეთის აგრესიის შეკავებას შეძლებენ.

„ჩვენ ვნახეთ რუსეთი, რომელიც ბევრი მიმართულებით გააქტიურდა. ჩვენ ვნახეთ უფრო ხისტი რუსეთი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სამხედრო პოტენციალს არსებითად აძლიერებს, რომელმაც 2 000 წლის შემდეგ თავდაცვის ხარჯები გაასამმაგა, ავითარებს ახალ სამხედრო შესაძლებლობებს, წვრთნის საკუთარ ძალებს და იყენებს სამხედრო ძალას მეზობლების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთი, რომელიც ევროპაში, ნატო-ს მოკავშირე ქვყენებში პროპაგანდას იყენებს და სწორედ ეს არის მიზეზი, თუ რატომ რეაგირებს ნატო. ჩვენ ვპასუხობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი გაძლიერებით ცივი ომის დასრულების შემდეგ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ნატო-ში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ადამ ტომსონის თქმით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აქვს გეგმა, რომ საჭიროების შემთხვევაში, 300 000-მდე ჯარისკაცისგან შემდგარი ძალების მობილიზება ორ თვეში მოახერხოს. ამჟამად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ამისთვის დაახლოებით 6 თვე სჭირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics