17:35 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 13:46:01, 656 ნახვა

საზოგადოება
ჩარგლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია  სრულდება

ნაძალადევის რაიონში ჩარგლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია  ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდება. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია გაეცნო.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი და იგება ასფალტის საფარი. 

პროექტი, ასევე, ითვალისწინებს ტროტუარისა  და ბაზალტის ბორდიურის მოწყობას. ჯამში, ჩარგლის ქუჩაზე, 45 000 მ2 ასფალტის საფარი დაიგება. 

დავით ნარმანიას თქმით, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„დაახლოებით, 10 დღეში დასრულდება ჩარგლის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია. ამით წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდება. მოსახლეობას მიწისქვეშა კომუნიკაციებით, სანიაღვრე სისტემითა და ასფალტის ახალი საფარით კეთილმოწყობილ ქუჩას
ჩავაბარებთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამუშაოებს, თბილისის მერთან ერთად, ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით გოგიძე და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ჰამლეტ ჟიჟიაშვილი გაეცნენ. 

ჩარგლის ქუჩის რეაბილიტაციას შპს „ენკო“ ახორციელებს. სამუშაოებისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან,  2 560 000 ლარია გამოყოფილი.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics