19:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-03 17:02:21, 736 ნახვა

საზოგადოება
ტექნოპარკში უნიკალური ინკლუზიური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ტექნოპარკში UG Lemondo ტრენინგ ცენტრისა და სპორტის და ახალგაზობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, უნიკალური ინკლუზიური პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას  სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კურსის აპლიკანტები, ასევე სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ფონდებისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

პროგრამა შშმ პირებზეა გათვლილი და მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის შესწავლას ითვალისწინებს. პროგრამის მიზანია, მონაწილე შშმ პირებმა შეისწავლონ მობილური აპლიკაციის დეველოპმენტი და ტრენინგ ცენტრის ლაბორატორიის გამოყენებით შექმნან სტარტაპი, რომელიც  სხვა დეველოპერულ კომპანიებს გაუწევს მომსახურებას, რაც შექმნის ახალ სამუშაო ძალას და მობილური აპლიკაციების სფეროს საქართველოში.  პროგრამირების შესასწავლად არ არის დამატებითი ცოდნა ან გამოცდილება საჭირო. სწავლება ყველაზე დაბალი საფეხურიდან დაიწყება. 

მობილური აპლიკაციების პროგრამა 3 თვე UG Lemondo Trainings-ის კომპიუტერულ ლაბორატორიაში გაგრძელდება. შეხვედრა კვირაში 4-ჯერ ორი საათით გაიმართება. სამუშაო თემები შეეხება პროგრამირების შესავალსა და მასთან დაკავშირებულ კომპეტენციებს, ასევე ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები აპლიკაციებზე, კურსის დასასრულს კი მონაწილეები შექმნიან თავიანთ აპლიკაციებს. 

ინკლუზიური განათლება გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური  განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს მობილური აპლიკაციების შემსწავლელი პროგრამა ხელს შეუწყობს წარმატებულ სოციალურ ინტეგრაციაში. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics