06:49 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-30 22:06:51, 708 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო: საერთო ჯამში საოლქო-საუბნო კომისიებში 131 საჩივარი დარეგისტრირდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საერთო ჯამში  საოლქო-საუბნო კომისიებში  131 საჩივარი დარეგისტრირდა.

ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, საჩივრების უმეტესობა  დღის განმავლობაში დაწერილია საუბნო-საარჩევნო კომისიებში და  მათი შინაარსი ანალოგიურია.

„საჩივრების ძირითადი ნაწილი მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს შეეხება. მაგალითად, შემიძლია გითხრათ შემდეგი სამართლებრივი კატეგორიები, რის გამოც საჩივრები დაიწერა, საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილი შევსება, მარკირების პროცედურის წესის დარღვევა, არაუფლებამოსილი პირების შესვლის მცდელობა საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მცდელობა, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოსავლენად წილისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმა და გადასატანი საარჩევნო ყუთის საკანონმდებლო პროცედურების ხარვეზებით წარმართვა“,-განაცხადა ანა მიქელაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics