01:20 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-28 14:39:44, 1092 ნახვა

პოლიტიკა
ჯანელიძე: ყველა ინდიკატორია იმისა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი ძალიან მალე დასრულდება

„ყველა ინდიკატორი არის იმისა, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი ძალიან მალე დასრულდება“,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველა პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს შორის განხილვები აქტიურად მიმდინარეობს. პარლამენტის მხრიდან  მხარდამჭერი განცხადებები  კიდევ ერთხელ გაჟღერდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ევროპარლამენტი მზადაა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი საქართველოსთვის რაც შეიძლება მალე დასრულდეს.  ყველა ინდიკატორი არის იმისა, რომ საქართველოსთვის აღნიშნული პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა  ევროკავშირის საბჭოს მოუწოდა, „შემდგომი გადავადების გარეშე“, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics