|
2016-10-25 15:41:18, 673 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საქმიანობის შეფასება ჯერ ნაადრევია
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის საქმიანობის შეფასება ჯერ ნაადრევია. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, სასამართლო სისტემას გაჯანსაღება სჭირდება და რამდენად იქნება ეს უზრუნველყოფილი ზაზა თავაძის თავმჯდომარეობის პირობებში, ამას დრო აჩვენებს: „ჯერ ადრეა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის საქმიანობის შეფასება და ალბათ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, შემდეგ შესაძლებელი გახდება რაღაც გარკვეული პოზიციისა და შეხედულების შექმნა. ზოგადად რაც შეეხება სასამართლო სისტემას და რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ამ სისტემას სჭირდება გაჯანსაღება და რომ კვალიფიციური და მაღალი ნდობის ხაირსხის ადამიანები სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას მხოლოდ წაადგება.საზოგადოებაში არსებობს არაერთი ეჭვი, კითხვის ნიშანი სასამართლო სისტემის და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)