11:48 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 17:20:19, 867 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ჩაისუბანში სახალხო ზეიმი "ჩაისუბნობა" გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სოფელ ჩაისუბანში ტრადიციულ დღესასწაულს, „ჩაისუბნობას" დაესწრო.

სახალხო ზეიმს აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, პოლონეთის სილეზიის სავოევოდოს დელეგაცია და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ. 

ზეიმის ფარგლებში გაიმართა კონცერტი, რომელშიც ფოლკლორული, ვოკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ასევე  კინტრიშის ხეობის მკვიდრთა ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყო.

სოფლის მცხოვრებლები სტუმრებს ტრადიციული კერძებით და ნუგბარით გაუმასპინძლდნენ.

ღონისძიების დასასრულს ღვაწლმოსილი ხეობის მკვიდრთა დაჯილდოება გაიმართა. 

„ჩაისუბნელობა", როგორც სახალხო ზეიმი, წელს მეორედ აღინიშნება.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics