|
2016-10-24 14:30:31, 743 ნახვა
პოლიტიკა
ბობოხიძე: სანდრა რულოვსის მიერ კანდიდატურის მოხსნა მოულოდნელი არ ყოფილა
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის აკაკი ბობოხიძის განცხადებით, სანდრა რულოვსის მიერ კანდიდატურის მოხსნა პარტიაში მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც ბობოხიძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ პარტია დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ ერთიან მთლიან ფრონტს შეინარჩუნებს. “ეს არ არის სასიამოვნო გადაწყვეტილება, მაგრამ მოულოდნელი არ ყოფილა. “ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა. იმედი მაქვს, რომ შევინარჩუნებთ ერთიან მთლიან ფრონტს დღევანდელი რეჟიმის წინააღმდეგ. პარტიაში ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაშინაც, როდესაც მიშა სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო. პარტიაში განსხვავებული აზრი არ იდევნებოდა, თუმცა ეს არ იყო ღია და საჯარო. დღეს უფრო ღია გახდა შიდაპარტიული დისკუსიები. მივესალმები, რომ მომავალში ნელ-ნელა “ნაციონალურმა მოძრაობამ“ შიდაპარტიული დისკუსიები საჯარო გახადოს”, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)