22:36 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 12:40:51, 971 ნახვა

პოლიტიკა
ვალერი გელაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

ხაშურის მოსახლეობას ვალერი გელაშვილმა არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

 „წინ მეორე, გადამწყვეტი ტურია. კიდევ ერთხელ დავდგეთ ერთად და დაწყებული ბრძოლა ბოლომდე მივიყვანოთ, ვაქციოთ 30 ოქტომბერი ერთიანი, დიდი გამარჯვების დღედ!”,-აღნიშნა მან.

ამასთან, ხაშურის ცენტრში ახალგაზრდების მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია,მსვლელობა გაიმართა.

 ახალგაზრდებმა მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდეს. "გადავწყვიტეთ, რომ არჩევნებში ჩავებათ აქტიურად.

როგორც მოგეხსენებათ ხაშურში, არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი იყრის კენჭს. კარგად გადავხედეთ მათ წარსულ ცხოვრებას და არჩევანი გავაკეთეთ ნათელ მომავალზე",-განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა გიორგი ცხოვრებაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics