21:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-22 13:20:08, 699 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი

"დღეს ხელისუფლება თვითონ არის დაინტერესებული, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი, დემოკრატიული, რაც აღიარა უკვე ყველამ, ყველაზე უფრო კვალიფიციურმა და ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა",- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განმუხურში საარჩევნო უბანთან ჯურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა საკუთარი ნება მშვიდ და თავისუფალ გარემოში გამოხატონ.

“უპრეცედენტოდ მშვიდობიანი არჩევნები ჩავატარეთ. კარგია, რომ ჩვენ აბსოლუტურად დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში განმეორებით ვატარებთ ამ სამ უბანზე არჩევნებს. დღეს მთავარია, რომ იყოს აქტიურობა და ყველამ თავისი ნება გამოხატოს თავისუფლად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. მე რა თქმა უნდა მხარდასაჭერად ვარ ჩამოსული, მაგრამ ჩვენ აქ ახლა კამპანიას არ ვეწევით. უბრალოდ გვაინტერესებს, რომ უბანზე იყოს მშვიდობა”,- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, თუ რაიმე სახის დარღვევა დაფიქსირდება, რეაგირება ცესკო-ს მხრიდან უნდა მოხდეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics