23:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 19:15:29, 921 ნახვა

საზოგადოება
„არტარეა გალერეა" ხვალ საერთაშორისო პროექტს „Love Song" უმასპინძლებს

4 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „არტარეა გალერეა" საერთაშორისო პროექტს „Love Song" უმასპინძლებს.

გულის ფორმის ხმის ჩამწერი მოწყობილობები, რომლებიც „არტარეას" საგამოფენო სივრცეში განთავსდება, დამთვალიერებელს შესაძლებლობას მისცემს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ქართველი  მუსიკოსების ნამუშევრებს მოუსმინოს ერთი თემის - სიყვარულის შესახებ.

პროექტი ოთხი ბელგიური სახელოვნებო ორგანიზაციის - ChampdAction, M HKA, (ანტვერპენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) deBuren, დაObjectif Exhibitions ინიციატივით შეიქმნა და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არტისტების მიერ გულის ფორმის მოწყობილობებში ჩაწერილი სიმღერების სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში განთავსებას გულისხმობს.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ტელეკომპანია „არტარეა"; დ.აბაშიძის #10

(R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics