23:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 12:42:09, 768 ნახვა

საზოგადოება
გიორგი აბაშიშვილმა ,,შენი ხმა - ჩვენი მომავალი,, კონკურსის ფინალური შეხვედრა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დღეს ბათუმში  ,,შენი ხმა - ჩვენი მომავალი,,  კონკურსის ფინალური შეხვედრა გახსნა და კონკურსის მონაწილეებს მიმართა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა,  აღნიშნული  კონკურსი  საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაციის  "დემოკრატიის ლაბორატორია" ორგანიზებით ჩატარდა და იგი პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული იმ კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანსაც  თითოეული  ამომრჩევლის საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და საარჩევნო,  სამოქალაქო ატივობის პოპულარიზაცია წარმოადგენს.

მათივე ცნობით, კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდა და მასში მონაწილეობა უფროსკლასელებმა მიიღეს.

პირველი ადგილის მფლობელი გუნდი გაემგზავრება რომში (იტალია), უძველესი რესპუბლიკის საარჩევნო სისტემების წარმოშობისა და განვითარების გასაცნობად.

მეორე ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება ტალინში (ესტონეთი) თანამედროვე ელექტრონული საარჩევნო სისტემის გასაცნობად.

მესამე ადგილის მფლობელები საჩუქრად მიიღებენ ნოუთბუქებს. ერთ-ერთი ფინალისტი გუნდი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით.

კონკურსის პირველ ეტაპზე, მონაწილეობის მსურველმა გუნდებმა მოამზადეს ვიდეო საარჩევნო აქტივობის თემაზე.

მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა საარჩევნო ხმის მნიშვნელობის შესახებ საკუთარ რეგიონში საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.

მესამე ეტაპზე, დღეს კი, გაიმართება კაპიტნების კონკურსი, სლოგანების კონკურსი და საჯარო გამოსვლების კონკურსი.

დღესვე, ბათუმში კონკურსის ფინალისტებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დააჯილდოვებს.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics