03:20 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 12:28:55, 840 ნახვა

პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე ქვაბისხევისა და დვირის მოსახლეობას შეხვდა

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების- ქვაბისხევისა და დვირის მოსახლეობას შეხვდა.

ამომრჩეველთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გედევან ფოფხაძე სოფელში არსებულ პრობლემებს გაეცნო და ადგილობრივებს მათ მოგვარებას დაჰპირდა.

ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა პარტია ,,ქართული ოცნების" მიღწევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა საარჩევნო გარემო უჩვეულოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. გედევან ფოფხაძემ ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისაკენ და ,,ქართული ოცნების" მხარდჭერისკენ მოუწოდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics