01:55 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 10:14:44, 665 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: მე ვამაყობ, რომ გაერო-ში გამოვდივარ საქართველოს სახელით

მე ვამაყობ, რომ გამოვდივარ საქართველოს სახელით დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა აღმავლობის გზაზეა და აღმოსავლეთისა და დასავლეთის ახალი დამაკავშირებელი მოვლენების ცენტრში იმყოფება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, "სწორედ ეს სულისკვეთება გვამოძრავებს ჩვენ რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზაზე, რომელიც ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს".

"ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დაუღალავად ვშრომობთ და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ამ პროცესში უზრუნველვყოფთ მათი უფლებების, მრწამსისა და კულტურის პატივისცემას.ჩვენ იმედით შევყურებთ გაერო-სთან შემდგომ თანამშრომლობას, რათა ხორცი შეესხას უკეთესი მომავლის საერთო ხედვას", - განახცადა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics