22:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 12:56:32, 588 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე: ჩვენი გაერთიანებით ქვეყანაში ორპოლუსიანი პოლიტიკა დასრულდა

რაღაც შავი ნიაღვარით ცდილობენ, რომ ჩვენ რეიტინგს დაარტყან, რასაც ვფიქრობ ვერ შეძლებენ, - ამის შესახებ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ვაშაძემ, არჩევნების ნორმალურ გარემოში ჩატარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება შესაბამის გარემოს არ ქმნის.

"გარემოც უნდა იყოს შესაბამისი. გარემოში ვგულისხმობთ არა მხოლოდ იმ ფაქტებს, რაც ჩვენი პარტიის მხარდამჭერების წინააღმდეგ ხდება, არამედ ზეპირ განცხადებებს და პირდაპირ ბრალდებებს, რომლებიც ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ჩვენი გაერთიანების წინააღმდეგ კეთდება", - აღნიშნა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემ განმარტა, მთავარი რეაგირება აღნიშნული ზეწოლის ფაქტებზე, ამომრჩეველმა უნდა მოახდინოს.

"ჩვენი გაერთიანებით დასრულდა ორპოლუსიანი პოლიტიკა ქვეყანაში და მძლავრი გაერთიანება ჩამოყალიბდა, რომელსაც აქვს ნდობა საზოაგდოების მხრიდან, ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და სწორედ ეს აშინებს ხელისუფლებას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics