22:03 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-18 17:27:24, 625 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი შიოლაშვილი: დღეს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანის ცხოვრება უკეთესი გახდეს

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევისა და ჯუგაანის ამომეჩეველს შეხვდა.

 კანდიდატმა შეხვედრისას ამომრჩევლებს მუნიციპალიტეტის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააცნო და მათგან კონკრეტული პრობლემების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

„დღეს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანის ცხოვრება უკეთესი გახდეს. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე ვერ შევძლებთ სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, ეს პოლიტიკა მოაგვარებს სოციალურ საკითხებს, გადაჭრის უმუშევრობის პრობლემებს. ჩვენ ამ სწორ გზაზე ვდგავართ. დღეს სახელმწიფოში უზრუნველყოფილია თანაბარი სასტარტო პირობები იმისთვის, რომ შესაძლებლობების თავისუფლად გამოვლენა და განვითარება შეძლოთ. დღეს სახელმწიფო თითოეული თქვენგანის გვერდით დგას კონკრეტული პროგრამებით და რაც მთავარია, გასაღების ბაზრების ხელმისაწვდომობით. ვხედავ ამ პროცესების აქტიური მონაწილეები ხართ და მერწმუნეთ, თქვენი ცხოვრება გახდება უკეთესი”,-განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics