20:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 15:40:10, 926 ნახვა

პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარემ ხანდაზმულ მოქალაქეს ამომრჩევლის მონაცემების ბარათი გადასცა

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ  სოფელ ბაზალეთში მცხოვრები ხანდაზმული ამომრჩეველი ოლა პაპიაშვილი მოინახულა.

თამარ ჟვანიამ 111 წლის ოლა პაპიაშვილს ამომრჩევლის მონაცემების ბარათი პირადად გადასცა.  დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით 100 წლის ზემოთ ასაკის 431 ამომრჩეველი ფიქსირდება.

ამომრჩევლის მონაცემების ბარათების დარიგება საარჩევნო ადმინისტრაციამ 8 სექტემბრიდან დაიწყო, რომლის საშუალებითაც ამომრჩეველს შეუძლია გადაამოწმოს საარჩევნო სიებში მის შესახებ არსებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ 18 სექტემბრის ჩათვლით ამომრჩეველი არ მიიღებს აღნიშნულ ბარათს, ან აღმოაჩენს უზუსტობას მონაცემებში, ამომრჩეველს შეუძლია 22 სექტემბრის 18:00 საათამდე წერილობით მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას ან/და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. საარჩევნო ბარათების დარიგება კი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყება და 5 ოქტომბერს დასრულდება; ბარათის საშუალებით ამომრჩეველი მიიღებს შესაბამის ინფორმაციას, მათ შორის თუ რომელ საარჩევნო უბანზე უნდა მივიდეს 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებზე.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics