19:02 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 10:51:36, 668 ნახვა

პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრები გამართა

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი შეხვედრები კაჭრეთის მოსახლეობასთან გამართა.

შეხვედრებმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. კანდიდატმა ამომრჩეველს „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ და დასაქმების პროგრამებს. დავით სონღულაშვილი ქალაქ გურჯაანში მდებარე კლინიკა „კახეთი-იონშიც“იმყოფებოდა, სადაც C ჰეპატიტზე ადგილობრივ მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ჩაუტარდა.

„მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის აქციები რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის. გამოკვლევების ჩატარება საკმაოდ ძვირი ჯდება. ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ღირებულებაც 20 მილიარდზე მეტია, საქართველომ საჩუქრად მიიღო. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, რომლის დამსახურებაცაა ამ პროექტის განხორციელება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics