|
2016-09-14 12:08:23, 584 ნახვა
საზოგადოება
რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს
დღეის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 21,1 ათასამდე ტონა ყურძენი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აქედან 8,3 ათასი ტონა რქაწითელი, 10,3 ათასი ტონა საფერავი, 1,1 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. განვლილ დღე-ღამეში კვლავ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი, რომელმაც 2584 ტონას მიაღწია. მათივე ცნობით, რთველი კახეთში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს - ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 4 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 17,7 მლნ ლარი მიიღეს. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 126 ღვინის კომპანია. ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 40 ღვინის კომპანია, მათ შორის, 10 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა, რომლებიც განლაგებულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში. ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემა: კახეთის რეგიონში რქაწითელზე და კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე - 0,45 ლარი; საფერავზე - 1 კგ-ზე - 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე - 1 კგ-ზე - 2 ლარი. რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic და http://rtveli2016.gov.ge/statistic (NS)
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)