|
2016-09-06 16:26:41, 835 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია "Man"-ის ქარხანაში თბილისისთვის განკუთვნილი ახალი ავტობუსების აწყობის პროცესს პირადად ეცნობა
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან და შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, პოლონეთის ქალაქ პოზნანში "MAN Truck & Bus AG"-ის ქარხანაში იმყოფებოდა და პირადად გაეცნო იმ ახალი ავტობუსების აწყობის პროცესს, რომლებიც სულ მალე თბილისში ივლიან. "საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "Man"-მა, რომელმაც დააკმაყოფილა ყველა ის ტექნიკური პირობა და მოთხოვნა, რაც ჩვენ გვქონდა დაყენებული. მნიშვნელოვანი იყო, რომ ავტობუსები ყოფილიყო ბუნებრივ აირზე მომუშავე და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რათა ერთის მხრივ, დაგვეზოგა საწვავის ხარჯები და მეორეს მხრივ, ყოფილიყო გაცილებით უსაფრთხო გარემოსთვის. წარმოების პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 7 თვის განმავლობაში ქალაქში 143 ახალი ავტობუსი შემოვა. ისინი იმოძრავებენ წინასწარ შერჩეული მარშრუტით, ფართო ქუჩებსა და გრძელ დისტანციებზე, თუმცა მეორე ეტაპისთვის ვფიქრობთ შედარებით პატარა ავტობუსების შემოყვანას, რათა ქალაქის ისტორიულ ნაწილსა და ვიწრო ქუჩებში მათ თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ასევე, დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა, შესაბამისად, გააჩნია დიდი უპირატესობები სხვა მოდელებთან შედარებით," - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპზე სექტემბრის ბოლოდან 10 ახალი ავტობუსი შემოვა. ამასთან, მძღოლებს, რომლებიც "Man"-ის ავტობუსებზე დასაქმდებიან, MAN Truck & Bus AG-ის სპეციალისტები გადაამზადებენ. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ახალი ავტობუსის მძღოლი ქალბატონი იქნება. ავტოპარკის განახლების პირველი ეტაპი 2017 წლის დასაწყისში დასრულდება და დედაქალაქში, ჯამში, 143 ახალი ავტობუსი შემოვა. თბილისის მერიას ავტოპარკის განახლების 4 წლიანი გეგმა აქვს და პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. პოლონეთში მერთან ერთად მედიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან. კომპანია "Man"-მა ჟურნალისტებს CNG-ი საწვავის უსაფრთხოებისა და უპირატესობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. CNG-ი საწვავზე მომუშავე ავტობუსების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ დიზელთან შედარებით უფრო მცირე რაოდენობის მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს. შემცირებულია გამონაბოლქვში ნახშირბადის მოცულობა, არ გააჩნია შავი კვამლი და უსიამოვნო სუნი. დავით ნარმანია ხვალ "Man"-ის მეორე ქარხანასაც ეწვევა, რომელიც პოლონეთის ქალაქ სტარახოვიცეში მდებარეობს.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)