22:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 19:04:26, 835 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სამძიმრის წერილში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ისლამ ქარიმოვი ურთულეს პერიოდში ხელმძღვანელობდა ქვეყანას და მისი ლიდერობით უზბეკეთმა მნიშვნელოვან განვითარებას, სახელმწიფოებრივ აღმშენებლობასა და კეთილდღეობას მიაღწია.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უზბეკეთის პრეზიდენტის, ბატონ ისლამ ქარიმოვის გარდაცვალების გამო.

ბატონი ისლამ ქარიმოვი ურთულეს პერიოდში ხელმძღვანელობდა ქვეყანას და მისი ლიდერობით უზბეკეთმა მნიშვნელოვან განვითარებას, სახელმწიფოებრივ აღმშენებლობასა და კეთილდღეობას მიაღწია. მინდა ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გამოვხატო პრეზიდენტის ოჯახისა და უზბეკი ხალხის მიმართ. მჯერა, რომ ისლამ ქარიმოვის სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ისტორიაში", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics