03:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 17:39:26, 663 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს რაიონის გამგეობამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საბურთალოს რაიონის გამგეობა ორ ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს - რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ  ააიპ „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოსა (LAG) და ააიპ „მდგრადი განვითარების ცენტრი რემისიის“ წარმომადგენლებთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.

მემორანდუმი თბილისში არსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. თანამშრომლობა ითვალისწინებს ტექნიკური დახმარების ცენტრის შექმნას და მის ბაზაზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებისათვის უნარ-ჩვევების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მიმართულების სასწავლო კურსების ჩატარებას. 

მემორანდუმით მიხედვით, საინტერესო მიმართულება იქნება გამგეობასთან შეთანხმებით შერჩეული ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის „ენერგოეფექტურობის აუდიტის“, ასევე კორპუსის მიერ მზის ენერგიიდან ელექტროენერგიისა მისაღებად საპილოტე პროექტის მომზადება, რაც სამომავლოდ საფუძველი იქნება პროგრამული საპროექტო წინადადებისათვის.

თავის მხრივ, LAG-ი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს სამიზნე ამხანაგობების შესაძლებლობების გაძლიერება მათ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების ჩატარებით.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics