03:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-02 14:42:21, 688 ნახვა

საზოგადოება
საარჩევნო ადმინისტრაციამ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა

საარჩევნო ადმინისტრაციამ თავის საქმიანობის ისტორიაში პირველად გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა.

პოლიტიკა  განსაზღვრავს ადმინისტრაციის პრინციპულ და პროფესიულ მიდგომას გენდერული თანასწორობის მიმართ, რითაც საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა  თანაბარ მონაწილეობასსტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.

გენდერული თანასწორობის პოლიტიკა ცესკოში მუდმივმოქმედმა საბჭომ შეიმუშავა, რომელიც 1-ელსექტემბერს ცესკოს სხდომაზე დამტკიცდა.

საარჩევნო  ადმინისტრაცია, ამ პოლიტიკის განხორციელებით, მნიშვნელოვან როლს  შეასრულებს საარჩევნოპროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარი  მონაწილეობისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად, რაც სამიძირითადი ამოცანის შესრულებით მოხდება:

1. საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერება გენდერულიუთანასწორობის პრევენციისა და საარჩევნო პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისთვის;

2. ინსტიტუციური პრაქტიკისა და პოლიტიკის დანერგვა გენდერული თანასწორობის მიღწევისა და სამუშაოადგილებზე ქალების გაძლიერებისთვის;

3. პროგრამების შემუშავება  და მათში დაინტერესებული მხარეების ჩართვა საარჩევნო პროცესშიგენდერული  თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა გასაძლიერებლად.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics