00:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-31 18:34:39, 903 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 40-მდე კორპუსში მიმდინარეობს

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის ფარგლებში ნაძალადევის რაიონში სხვადასხვა სახის სამუშაოები 39 ობიექტზე მიმდინარეობს. 

რეაბილიტაცია უტარდება:  ბრტყელ სახურავებს, ქანობიან სახურავებს, ლიფტებს, სადარბაზოებს, წყალ-კანალიზაციას, წყალსაწრეტ მილებს, რემონტდება სადარბაზოები, სართულშორის ნაპრალები, კიბეები. მიმდინარეობს  მეტალის კარის მონტაჟის სამუშაოები. ხორციელდება შენობების კაპიტალური გამაგრება. 

ფეიქრებისა და დადიანის ქუჩებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი - დავით გოგიძე პირადად გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა. 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის ფარგლებში, ნაძალადევში სამუშაოები  უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს,  რაც იმას ნიშნავს, რომ გამგეობა აქტიურად მუშაობს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებისთვის. - განაცხადა დავით გოგიძემ.

ბოლო 6 თვის მონაცემებით ნაძალადევის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები 128 მისამართზე შესრულდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics