22:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 14:05:29, 672 ნახვა

საზოგადოება
ბედუკაძე : „9+1“-ის სცენარი, რაც ციხის კადრებს ეხება, ჩემი დაწერილია

ვლადიმერ ბედუკაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიან მმართველობაზე რეჟისორ გოგა ხაინდრავას ფილმის - „9+1“-ის სცენარი, რომელიც ციხის კადრებს ეხება, მისი და კიდევ ერთი მსჯავრდებულების მიერ არის დაწერილი, - ამის შესახებ ბედუკაძემ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ბედუკაძემ აღნიშნა, სერიალს პოლიტიკური სახე არ აქვს და ის მხატრულს მიეკუთვნება. 

“როდესაც შარშან შემოთავაზება წამოვიდა ბატონი გოგასგან, მე არანაირი მორალური უფლება არ მქონდა, მისთვის უარი მეთქვა და არ დავხმარებოდი შეძლებისგდაგვარად, რომ ის ფაქტები, რაც საზოგადოებამ იხილა გახმაურებული ციხის კადრებით, მხატვრული სახით კვლავ ენახა საზოგადოებას, მაქსიმალურად მიახლოებულიყო რეალობას. ამ ფილმში, მსახიობებთან ერთად, ყოფილი მსჯავრდებულებიც მონაწილეობენ", - განაცხადა ბედუკაძემ.

ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ ფილმი მაქსიმალურად მიახლოებულია რეალობას. 

"დეტალები არ ვიცი. გარკვეული პერიოდი ვიყავი ჩართული ამ ფილმში კონსულტანტად, გარკვეული პერიოდის მერე არ ვმონაწილეობდი. პირველი სცენარი, რაც ეხება ციხის კადრებს, ჩემს მიერ არის დაწერილი, ასევე, ყოფილი მსჯავრდებულების მიერ. შემდეგ როგორ განვითარდა და საბოლოო სახე რა მიიღო, ჩემთვის უცნობია, რადგან არ მომეცა საშუალება გადაღებას დავსწრებოდი“, - განაცხადა ლადო მან.

ბედუკაძის განმარტებით, თვითონ სერიალის ყურებას არ აპირებს, რადგან „ახალს ვერაფერს შეიტყობს“. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics