22:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 13:11:40, 876 ნახვა

საზოგადოება
პეტრიაშვილი: დავით ნარმანიას ტყავში ყოფნას არავის ვუსურვებდი

თბილისის მერის დავით ნარმანიას ტყავში ყოფნას არავის ვუსურვებდი, ადამიანურად მართლა მაქვს სიბრალულის განცდა, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა. 

პეტრიაშვილის თქმით, ნარმანიას საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც არადამაკმაყოფილებელი. 

"ძალიან გულწრფელად ვამბობ, მას არ აქვს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება. ნარმანია ვერ მუშაობს, ვერ აწყობს ურთიერთობას ვერც თბილისის მოსახლეობასთან, ვერც სამოქალაქო საზოგადოებასთან", - განაცხადა პეტრიაშვილმა. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" დღეს არ აქვს უფლება, რომ ნარმანიას გადაყენების გადაწყვეტილება მიიღოს. 

"ქართული ოცნება" საზოგადოების წნეხის გამო, დავით ნარმანიას გადადგომის განცხადებას არ დააწერინებენ", - განაცხადა პეტრიაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics