18:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 12:31:05, 802 ნახვა

საზოგადოება
ხინჩეგაშვილი: 25 წლის ასაკში ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც კი შემეძლო

ფსიქოლოგიური კუთხით ოლიმპიადისთვის მზად ვიყავი. გამოჩნდა, რომ ფიზიკურადაც კარგ ფორმაში ვიყავი. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემპიონობა, - ამის შესახებ Sportall.ge-ს ”თავისუფალი სტილით” მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა განუცხადა. 

ჩემპიონის თქმით, მან უმაღლეს მწვერვალს მიაღწია და გულშემატკივარი გაახარა. 

"ძალიან ბედნიერი ვარ. მართალია, აქამდე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოვიგე, თუმცა მიზანი და ოცნება, ცხადია ოლიმპიური ოქრო იყო. წინა ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დავჯერდი და მიხარია, რომ წელს უკვე ოქროს მოპოვება შევძელი.

25 წლის ასაკში ყველაფერი მოვიგე, რისი მოგებაც კი შემეძლო. შემიძლია ჯერ კიდევ ჭიდაობა და საკმაოდ კარგადაც, ამიტომ გავაგრძელებ ჭიდაობას, სხვა რა უნდა ვქნა აბა?! ვნახოთ რა და როგორ იქნება მომავალში. ვაგრძლებებ ჭიდაობას, თავისთავად, უბრალოდ, პატარა ნიუანსები შეიცვლება", - განაცხადა ხინჩეგაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 19 აგვისტოს ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ რიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics