13:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 20:24:28, 864 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ბორჯომის ისტორიულ პარკში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაწეულ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორჯომის ისტორიულ პარკს ეწვია და  4 აგვისტოს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის განმარტებით, ადგილზე, 24 საათიან რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობდა ყველა შესაბამისი უწყება.

4 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ,  სეტყვამ და  ქარმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენა ბორჯომის ისტორიულ პარკს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები, დაზიანდა ასფალტის საფარი, სახურავები,  ძლიერმა ქარმა  მწყობრიდან გამოიყვანა  ელექტროგადამცემი ხაზები.  სტიქიის ზონაში მობილიზებული იყო  საპარტულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან, გზის გასაწმენდითი  სამუშაოებისთვის  ახალციხიდან  სპეციალური ტექნიკა გაიგზავნა. 5 აგვისტოს, დილითვე პლატოს გზის მნიშვნელოვანი ნაწილი და მიმდებარე ტერიტორია გაწმენდილი იყო. შუადღიდან გაიხსნა  ცენტრალური პარკის დასასვენებელი ზონა. ამჟამად, ბორჯომის პარკში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი სრულად აღმოფხვრილია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics