13:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 11:57:12, 826 ნახვა

საზოგადოება
თბილისის ხუთ საბავშვო ბაღში ძველი ფასადები რემონტდება

თბილისის ხუთ საბავშვო ბაღში ძველი ფასადები რემონტდება.

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, პირველ ეტაპზე, იმ  ბაღების ფასადები კეთდება, რომლებშიც  ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა იყო.  ესენია:  №197, №54, №112, №121 და №115 საბავშვო ბაღები.  

სამუშაოები მოიცავს კედლიდან ძველი ნალესის მოხსნას, ფასადის კედლების შელესვას, დამუშავებასა და შეღებვას, ფასადის ფანჯრებზე საცრემლეების მოწყობას, კედლების მობათქაშებას, საევაკუაციო კიბის შეღებვას. 

სამუშაოების მთლიანი ღირებულება 181 900 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოები #115-ე საბავშვო ბაღში სამგორის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა და

ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მოინახულეს. აღნიშნულ ბაღში ფასადის გარდა შიდა სარემონტო სამუშაოებიც მიმდინარეობს. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics