02:24 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 13:53:53, 721 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი: საკმარისი დრო გავიდა, რათა ომის შედეგები შევაფასოთ - დაპირისპირება არც ერთი ჩვენგანის ინტერესში არ შედის

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, აპარატის თანამშრომლებთან ერთად,  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და  ძმათა სასაფლაოზე მემორიალი გვირგვინით შეამკო.

"ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, ამ ომს შეეწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დღეს  პატივს მივაგებთ ყველა ჯარისკაცის, ოფიცერის,  სამართალდამცავის, ყველა დაღუპულის ხსოვნას. მინდა,  ყველა ოჯახს მივუსამძიმრო,  ვინც აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა დღესაც, რადგან ეს ტკივილი არ განელდება. ამ ომის შედეგად და 25 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ოჯახი გვყავს ასეთი, როგორც ქართველებს, ისე ოსებს  და აფხაზებს შორის. ეს არის საერთო ტრაგედია და საერთი ტკივილი და ეს ტკივილი რამდენადაც გვაშორიშორებს, იმდენად გვაერთიანებს. საკმარისი დრო გავიდა იმისათვის, რომ ემოციების გარეშე შევაფასოთ ომის შედეგები,  რომ დაპირისპირება არც ერთი ჩვენგანის ინტერესში არ შედის, თუ ვინმე ხეირობს ამ ვითარებით, ეს არც ქართველი, არც ოსი და არც აფხაზი ხალხი არ გახლავთ. ამიტომ, სწორედ დღეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ აღარასდროს დავუშვათ ომი,მსხვერპლი და ასევე ჩვენ უნდა ვიშრომოთ უკეთესი მშვიდობიანი მომავლისათვის",-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics