02:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-08 12:26:37, 700 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია: საქართველოს ნატო-ში სწრაფვა უფრო ურყევი და მტკიცე იქნება

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის მეთიუ ბრაიზას განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ  საქართველოს სწრაფვა ნატო-სკენ შენელებულია.

იზორიას თქმით, ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს  ეროვნული თვითმყოფადობის ამოცანაა, თუმცა არ უნდა იყოს მოლოდინი ყოველთვის  კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებული:

"ნატო-ში სწრაფვა არის ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის ამოცანა. ახალი  ფორმულაც კი მივაწოდე საზოგადოებას, რომ ნუ იქნება მოლოდინი ყოველთვის  კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებული, არამედ ეს არის ჩვენი სასიცოცხლო ინტერესი, ჩვენი  თვითრეალიზებისა და  ეროვნული თვითგამოვლენის ამოცანა, რომ ვიყოთ ინტეგრირებული დასავლურ სამყაროში და ნატო არის ამ სამყაროს ერთი უმნიშვნელოვანესი  თავდაცვითი და პოლიტიკური მექანიზმი. ამიტომ ეს სწრაფვა უფრო  ურყევი და მტკიცე იქნება",-განაცხადა ლევან იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics