00:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-04 14:47:14, 944 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: ქორწინების ცნების განსაზღვრა არჩევნებს არ უკავშირდება

ძალიან არ მინდა, ეს ქორწინების ცნების განსაზღვრის საკითხი არჩევნებს დაუკავშირდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „ექპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომელმაც აღნიშნა: „ისეთი უმრავლესობით მოვალთ პარლამენტში, რომ აუცილებლად დავაფიქსირებთ ამ ცვლილებას კონსტიტუციაში.“

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კანონში ქორწინების ცნების განსაზღვრის ინიციატივა არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გააჟღერა.

„ამ ინიციატივას,  „რესპუბლიკელების“ გარდა, მხარს მაშინდელი კოალიციის ყველა პარტია უჭერდა. ჩვენ ამ ცვლილების ინიცირება პარლამენტში მოვახდინეთ, შესაბამისი კომისიაც შევქმენით, მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთო სახალხო განხილვები იყო, მაგრამ კვორუმი ვერ შედგა. სწორედ ეს თქვა პრემიერმა, რომ ჩვენი მიზანია, საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტმა განახორციელოს. რეფერენდუმის შემდეგაც კი, კონსტიტუციაში ცვლილება პარლამენტმა უნდა განახორციელოს. ძალიან არ მინდა, ეს საკითხი არჩევნებს დაუკავშირდეს, რადგან შემდეგ ამ თემის არასწორი ინტერპრეტაცია ხდება. ამიტომ გავუსვი ხაზი, რომ ქორწინების ცნების განსაზღვრა ჯერ კიდევ 2014 წელს გვინდოდა. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეთ და ეს ცვლილება განვახორციელოთ“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics