05:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-22 16:42:30, 697 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ პატარაძე ხულოს მოსახლეობას ხვდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მთიანი აჭარის მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. მთიან მუნიციპალიტეტებში გასვლა რეგიონის ხელმძღვანელმა ხულოდან დაიწყო. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ზურაბ პატარაძე სოფლის მეურნეობის მინისტრთან და მთავრობის აპარატის თანამშრომლებთან ერთად ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს შეხვდა, რის შემდეგაც ხულოს ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა ბოლო წლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული პროექტებით, თუმცა გამოიკვეთა სხვადასხვა სოფელი და ადგილი, სადაც გზები საჭიროებს რეაბილიტაციას.

ხულოს ცენტრის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე ღორჯომის ხეობას ესტუმრა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართეს სასწრაფო დახმარების მანქანების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. ზურაბ პატარაძემ მათ დახმარება აღუთქვა ამ პრობლემების გადაჭრაში. 

„მოსახლეობაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ,,მთის კანონი". უნდა განვახორციელოთ ახალი სოციალური პროექტები. სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად მთავრობა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, რომ მთაში მცხოვრები მოსახლეობის მიგრაცია ბარში შევაჩეროთ, ხალხი მთაში დავაბრუნოთ, სოფელი გაძლიერდეს, გახდეს შემოსავლიანი და ადგილზევე დასაქმდეს მოსახლეობა. ამიტომ საჭიროა გვერდით გადავდოთ პარტიული შეხედულებები და ერთად ვაკეთოთ საქმე ჩვენი ხალხის უკეთესი მომავლისათვის'' -  აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ ხულოს მოსახლეობასთან შეხვედრისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics