16:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 15:56:52, 687 ნახვა

პოლიტიკა
თურქეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეაჩერა

თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეაჩერა.

ამის შესახებ ვიცე–პრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 3 თვით იქნა შემოღებული, თვენახევარში გაუქმდება.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 1 400-ზე მეტი კი დაშავებულია.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 50 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს. დაკავებულია 6 000 სამხედრო პირი, 9 000 სამართალდამცველი სამსახურიდან დათხოვილია, 3 000 ათასამდე მოსამართლეს კი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება შეუწყდა. გარდა ამისა, გათავისუფლდა განათლების სფეროს 15 ათასზე მეტი თანამშრომელი, თანამდებობა დატოვეს უნივერსიტეტების დეკანებმაც.

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, ყველა ეს ადამიანი აშშ-ში მცხოვრები სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერია, რომელსაც ანკარა გადატრიალების შესაძლო ორგანიზატორად მიიჩნევს. თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics