01:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-15 23:26:55, 883 ნახვა

საზოგადოება
სამძიმრის ნიშნად თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა

საფრანგეთში, ნიცაში, „ბასტილიის აღების დღეს“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სამძიმრის ნიშნად, თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა. 

თბილისის მერი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, საფრანგეთის ხელისუფლებას, ფრანგ ხალხს და მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საფრანგეთში, ნიცაში, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულზე - „ბასტილიის აღების დღეს“ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.  ამ უმძიმეს წუთებში, მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ ფრანგ ხალხსა და ქვეყნის ხელისუფლებას. ეს იყო საზარელი ტერორისტული აქტი, რომელიც წარმოადგენს არა მხოლოდ ფრანგი ხალხის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სასტიკ დანაშაულს და მიმართულია მშვიდობისა და თავისუფლების წინააღმდეგ. ეს იყო თავდასხმა ცივილიზებული მსოფლიოს მთავარ ფასეულობაზე - თავისუფლებაზე. მე მჯერა და იმედს გამოვთქვამ, რომ ამ უმაღლეს ფასეულობაზე დაფუძნებული ცივილიზებული და დემოკრატიული სამყარო ერთობლივი ძალებით შეძლებს დაამარცხოს აღნიშნული სისასტიკე და მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ფრანგ ხალხს და საფრანგეთის ხელისუფლებას, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“ - ნათქვამია დავით ნარმანიას სამძიმრის წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics